შოვში სტიქიის ზონაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩავიდა
შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია და დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩავიდა.
შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანია დაღუპული.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, 11 ცხედრიდან 6-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.