რუმინეთი შოვში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები