ოლივერ ვარჰეი: ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები შოვში ტრაგიკული მეწყერის დროს
ევროკომისარი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო.
„ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები შოვში ტრაგიკული მეწყერის დროს. იმედია, სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციები წარმატებული იქნება. ვფიქრობთ და ვლოცულობთ ქართველ ხალხზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
My sincerest condolences for families and friends who lost their beloved ones during the tragic landslide in #Shovi, Georgia. 🇬🇪
Hope that the rescue & evacuation operations will succeed.
Our thoughts and prayers are with the people of #Georgia.
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) August 5, 2023