ლერი ბარნაბიშვილი: შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია. აღნიშნულის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა გააკეთა.
„შესაძლოა, იყოს გვამებიც, ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალით მძიმე ტექნიკასთან ერთად. რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე 11-დან 6 ცხედარი ამოცნობილია. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დანარჩენის ამოსაცნობად“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.