„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ აფთიაქში გადაღებული ვიდეო პაციენტის უფლებების დარღვევას შეიცავს“

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ აფთიაქში გადაღებული ვიდეო, სადაც ქალი მედიკამენტების რეცეპტით გაცემას აპროტესტებს, ცალსახად პაციენტის უფლებების დარღვევას შეიცავს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. რაც შეეხება მეორე კატეგორიის მედიკამენტების რეცეპტით გაცემის პროცესს, მინისტრის ინფორმაციით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
“1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, მართლაც, უკმაყოფილო იყო მოსახლეობა, მაგრამ მათი ღელვა რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული, მათ შორის, ვფიქრობ, ამაში ზოგიერთი აფთიაქის მიერ გაგზავნილმა სმს-ებმაც შეასრულა თავისი როლი, რომელიც მოქალაქეებს მარაგის შექმნისკენ მოუწოდებდა, თუმცა ჩვენ 500 სამედიცინო დაწესებულებაში გვყავს გაშვებული მონიტორები და 1-ელი სექტემბრიდან დღემდე პროცესი აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები