შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი პირის ვინაობა ცნობილია

გავრცელებული ინფორმაციით, შოვში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის გიორგი გოგინაშვილია.

„არ ვიცი,არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო,ჩემო გმირო ძმაო ! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო,რომ გარდაიცვალე“, – წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები