შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, Black Sea Arena-მ Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა
Black Sea Arena-მ შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena-ს გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.
ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.