ლევან დავითაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი შოვში სტიქიის გამო დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს – ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ… ასევე ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაშია და დახმარებას ელის, ან კონტაქტზე ვერ გამოდის, უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,  -აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები