კომპიუტერული ტომოფრაფიის განყოფილება
სამედიცინო ცენტრი სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს და მათ შორის არის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონში პირველად კომპიუტერული ტომოგრაფიის მიმართულება 1991 წელს თოდუას კლინიკაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაფუძნდა.
განყოფილებაში მუშაობენ 25 წელზე მეტი გამოცდილების მქონე რადიოლოგები. ვრცელ სამუშაო გამოცდილებას ერთად მათ 200-მდე სამეცნირო სტატია საერთაშორისო გამოცემებში.
კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება ოპერირებს ოთხი თანამედროვე ინოვაციური კომპიუტერული ტომოგრაფით:
- Somatom Force
- Somatom Definition Edge
- Somatom Definition Edge Plus
- Somatom go.Top
ყველა ზემო ჩამოთვლილი აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას გვათავზობს და ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მართავს ტომოგრაფს, ექიმებს აძლევს იმის საშუალებას რომ გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მიიღონ, რადგან ეს ტექნოლოგია იყენებს დასხივების დაბალ დოზას.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ისევე როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია პირველად 1994 წელს თოდუას კლინიკაში დაფუძვნდა.
მრტ კვლევა თოდუას კლინიკაში უახლესი მეთოდებით მიმდინარეობს. მოწინავე თაობის აპარატების დახმარებით შესაძლებელი ხდება როგორც ფუნქციონალური ცვლილებების, ასევე სტუქტურული ცვლილებების შეფასება.
სპეციალური პედიატრიული სპექტროსკოპიის, ტრაქტოგრაფიის, ღვიძლის Liver Lab-ის ჩატარების შესაძლებლობით
კლინიკას აქვს რეგიონში ყველაზე ფართო და მოკლე “გვირაბები”. აპარატს გვირაბის Mood Light განათება აქვს, რომელიც იდეალური ვარიანტი კლაუსტროფობიული პაციენტების კვლევისას.
- გამოცდილი ექიმები ატარებენ ტვინის სტრუქტურულ კვლევას.
- თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია თანამედროვე მეთოდია, რომელიც ტრადიციული რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის არაინვაზიური ალტერნატივაა.
- თოდუას კლინიკაში ხდება თავის ტვინის ფუნქციური გამოკვლევები, ქერქული ცენტრების ლოკალიზაცია, უმაღლესი ნერვული ფუნქციების შესწავლა, მეხსიერების შესწავლა. აღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვანია რათა თავიდან იყოს აცილებული ოპერაციული ჩარევის შემდეგ მნიშვნელოვანი კერების დაზიანება.
- მუცლის ღრუს ორგანოების: ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის, თირკმელების კვლევა, ღვიძლის, სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია და ა.შ.
- მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა.
- პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
ყველა კვლევა ტარდება მსოფლიოში წამყვანი აპარატების დახმარებით. თოდუას სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის 6 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით:
- Magnetom Skyra Fit, Magnetom Vida, Magnetom Lumina
- Magnetom Avanto Fit, ასევე Magnetom Aera
ტომოგრაფებ გამოსახულების საუკეთესო ხარისხი აქვთ.
თოდუას სამეიდიცინო ცენტრში ნებისმიერი დაავდების დიაგნოსტიკა უმაღლეს დონეზე აყვანილი. სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია გამოცდილი პროფესიონალები და რა თქმა უნდა შესაბამისი ხარისხის აპარატურა.
სწორი დიაგნოზის დასმით იწყება მკურნალობის პროცესი და წარმატებული მკურნალობისთვის დიანოზის სწორად დასმა გადამწყვეტია.
თოდუას კლინიკაში პაციენტის ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ გამოცდილი ექიმები დეტალურად იკვლევენ პაციენტის მდგომარეობას რათა ზუსტი დიაგნოზის დასმა გამარტივდეს.
თოდუას კლინიკა ორიენტირებულია საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ჯანდაცვიოს მომსახურება. კლინიკა აგრძელებს აღიჭურვოს ყველა აუცილებელი აპარატითა და ტექნიკით, რისი დახმარებითაც ექიმებს დეტალური კვლევისა და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალება აქვთ.