თორნიკე რიჟვაძე: განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს; საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  თორნიკე რიჟვაძე შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები.

,,განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ.

დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა”, რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს”, – ნათქვამია  თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები