5 სექტემბერი

11:00
იუსტიციის სახლში, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვის მომსახურების გამარტივებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
11:00
სახალხო დამცველი, მედიას #7 საინფორმაციო ბიულეტენს წარუდგენს და ივლისისა და აგვისტოს თვეებში აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობას გააცნობს. მისამართი: ნინო რამიშვილის ქუჩა #6
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში კიევის ქუჩაზე №134 საბავშვო ბაღს მოინახულებს.
11:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ბრიტანელი არქეოლოგის პროფესორ მაიკლ ვიკერსისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. მისამართი: ფურცელაძის ქ. #1
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლებას” თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის ბიუჯეტში 500 000 ლარის მობილიზების შესაძლებლობა. რეკომენდაცია თბილისის მთავრობას. მისამართი: კოსტავას ქ. #68, II კორპუსი, III სართული. საკონტაქტო ნომერი: 577 49 16 16

12:00
“პირველ პრესკლუბში” “საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონატქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ჭალადიდის ქუჩაზე №94 საბავშვო ბაღს მოინახულებს
12:30
კულტურის სამინისტროში ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი გამოვლინდება, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსთვის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კრიმინალის ზრდა საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„Front News“–ის პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11; ტელ: 247 36 56; 595 032 032

13:00
საზოგადოება “ივერიის” ოფისში, ორგანიზაციის დამფუძნებლების გრიგოლ ვაშაძისა და ნოდარ ხარშილაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება და შექმნილი სიტუაციის დასაძლევად ხელისუფლებისთვის ოპტიმალური გამოსავლის შეთავაზება. მისამართი: შიო მღვიმის ქ. #4 (ფიქრის გორა)
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “რეფორმატორთა კლუბის” ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უელსის სამიტი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.
13:30
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: დარღვევები პენიტენციურ სისტემაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
“პირველ პრესკლუბში” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უელსის სამიტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პრეზენტაცია გაიმართება.

14:00
თბილისის მთავრობა კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” ანგარიშს მოისმენს. მისამართი: შარტავას ქ. #7
14:30
“პირველ პრესკლუბში” ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კრიმინალის ზრდა საქართველოში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
15:00
ნიქოზის ანიმაციური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი, გერმანელი რეჟისორის რაიმუნდ კრუმეს ფილმების ჩვენებითა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით ოფიციალურად დაიხურება.
17:00
“ქორთიარდ მერიოტში” საჯარო დებატები, თემაზე: “ქალთა მკვლელობები – ძალადობის ახალი ტენდენცია” გაიმართება. მისამართი: თავისუფლების მოედანი #4
17:00
“რედისონში” ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის”, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის “ეკოხედვა/EcoVision” და “ელვას” ერთობლივი პროექტის “სუფთა ჰაერი საქართველოსთვის” (“ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი”) პრეზენტაცია გაიმართება.

18:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ია არსენიშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით – “მარად უკვდავი სიყვარული” უმასპინძლებს. მისამართი: სიონის ქ. #8; იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი.
18:30
SONY-ს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №36.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები