ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზაზე 7.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“რეაბილიტირებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის.
პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.