სვანეთის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სვანეთის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ამ წუთებში, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები