ფოთში მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო
ფოთში 76 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
მათივე ცნობით, ნაპირზე გამოყვანისას კაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გულ-ფილტვის რეანიმაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.