რატი იონათამიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კრიმინალების გაერთიანებაა

“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალების გაერთიანება. ეს არის სინდიკატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ებრძვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის” 2024 წლის არჩევნები პოლიტიკური ვერდიქტი იქნება.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ასეთი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში იყოს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები