ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციაში დოკუმენტების კითხვა რომ არ იციან, ეს ახალი არ არის – პარლამენტის 2020 წლის რეზოლუციაში პირდაპირი დავალებაა მთავრობისადმი, რომ ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს

მნიშვნელოვანია ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ოპოზიციაში დოკუმენტებს კითხვა რომ არ იციან, ეს ახალი არ არის; ცოტა ხნის წინ თქვეს, რომ პარლამენტის დაუკითხავად მოახდინა მთავრობამ ჩინეთთან ურთიერთობების დონის ამაღლება, თუმცა, თუ გადახედავენ პარლამენტის 2020 წლის რეზოლუციას და წაიკითხავენ, დაინახავენ რომ იქ პირდაპირი დავალებაა პარლამენტის მთავრობისადმი, რომ ჩინეთთან და არა მარტო ჩინეთთან, მთავრობამ უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები