8 ოქროს მედალი და სამი ჩემპიონი – საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა

საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრზე მოასპარეზე 3 გოგონადან სამივე ჩემპიონი გახდა.

გოგონებმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით უმაღლესი სინჯის – 8 ოქროს მედალი მოიპოვეს.

მარიამ მაისურაძემ ქალთა ნაკრების ყულაბა 2 ოქროს მედლით გახსნა, ამის შემდეგ ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე 3 ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი მარიამ მურღვლიანმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები