ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა
ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“1-ელი აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით”, – წერს ხოფერია.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ნანა გაბელია დაინიშნა.