საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის პორტი დატოვა
ბათუმის პორტში შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ქალაქი ხმაურის ფონზე დატოვა.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც Astoria Grande-ს შეძახილებით აცილებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოსულ ლაინერს დილიდან აქციით დახვდნენ. ადგილზე მისული მოქალაქეები სოჭიდან რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.
აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 23 პირი დააკავა.