ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. წარდგენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი –  ეკა ხოფერია და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან დღემდე, ის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი აგვისტოდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები