რუსული საკრუიზო გემის – Astoria Grande-ს მაშრუტიდან ბათუმი ამოიღეს
რუსული საკრუიზო გემის – Astoria Grande-ს განრიგიდან ბათუმი ამოღებულია.
2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით გაწერილ განრიგში საქართველო აღარ ფიქსირდება.
კერძოდ, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მარშრუტებს შორის არის – სოჭი, სტამბოლი, ჩეშმე, სინოპი, ამასრა, უნიე, ტრაბზონი, კუშადასი, ალექსნდრია, იზმირი.
29 ივლისის – 5 აგვისტოს მარშრუტში გაჩერების ერთ-ერთ ადგილად ბათუმი იყო მითითებული.
გამთენიისას “ასტორია გრანდე” ბათუმის პორტში შევიდა, რასაც საპროტესტო აქციით დახვდნენ.
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში პირველად გასულ კვირას შევიდა, რასაც ასევე პროტესტი მოჰყვა.