გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა, რა დროსაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.