გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

გასულ წელს, გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი ავიაკატასტროფისას 8 ადამიანი: 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი ტრგიკულად დაიღუპა. გასულ წელს,შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის” დაჯილდოვდნენ. ამასთან,საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები