დაჩი დოლიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანია. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა ტაიჭზე ვარჯიშში მესამე შედეგი (13.300 ქ.) აჩვენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ დაჩი დოლიძემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები