სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო
საქართველოს მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტებით დაინტერესებული ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს 757 ქალი დაესწრო. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იყო თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე”,- ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
“აგრარულ საქმიანობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ქალი ბენეფიციარების მეურნეობებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის მსურველი ქალბატონები სამუშაო პროცესს და წარმატებული მეურნეობების შექმნის ისტორიას გაეცნობიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.