მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები, ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც

მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ თუ გახსოვთ, მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები. ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც, შესაბამისად ალბათ, ესეც მხედველობაში უნდა მიიღონ, როდესაც ასეთ გარემოებებს შეაფასებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება.

„რაც შეეხება შინაარსს, ვფიქრობ, რასაკვირველია, ასე დგას საკითხი, რომ სანქციების გათვალისწინებით არიან კომპანიები, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ბაზარი, მაგრამ ამას რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზული დარტყმის ეფექტი არ ჰქონია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა, საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება Coca-Cola რუსულ ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები