ლევან ჟორჟოლიანი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა

“თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა”, – ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესამსახური ავრცელებს.

“შეხვედრის ფარგლებში,  ლევან ჟორჟოლიანმა სტუდენტებთან  სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრა. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საზაფხულო სკოლის მიზანი  სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

ლევან ჟორჟოლიანმა სტუმრებს თბილისის საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებზე და თვითმმართველობის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  შეკითხვები ადამიანის უფლებებს და სამართლებრივ საკითხებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობასა და თვითმმართველობის როლს ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 24-29 ივლისს  გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით  მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც  გერმანელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ.

პროექტი  „ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები, ეროვნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით ტარდება.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა  საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები