ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორებმა კომისიასთან გასაუბრება გაიარეს

საქართველოს პროკურატურაში, 35-მა სტაჟიორმა, ერთწლიანი  სტაჟირება დაასრულა. წარმატებული სტაჟიორები პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის  ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.

სტაჟიორებმა სტაჟირების გავლის კომისიასთან ინდივიდუალური გასაუბრებები გაიარეს.

სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.

დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის,  ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები