ლევან თაქთაქიშვილი: ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, მთელი სერიოზულობით გეუბნებით – დეპოში შევედით!

ხედავთ, რას მოვესწარი! ჯერ ბიბლია მეგრულად მოჩხიბეს, მერე მე მწერენ კომენტარში, რომ შენი პოსტი სამარცხვინოაო. ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, მთელი სერიოზულობით გეუბნებით: დეპოში შევედით!
მივმართავ მეცნიერებათა აკადემიას, საპატრიარქოს, განსაკუთრებით კი სამეგრელოს გენის უნიჭიერეს სამეცნიერო საზოგადოებას!,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ხედავთ, რას მოვესწარი! ჯერ ბიბლია მეგრულად მოჩხიბეს, მერე მე მწერენ კომენტარში, რომ შენი პოსტი სამარცხვინოაო. ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, მთელი სერიოზულობით გეუბნებით: დეპოში შევედით!
მივმართავ მეცნიერებათა აკადემიას, საპატრიარქოს, განსაკუთრებით კი სამეგრელოს გენის უნიჭიერეს სამეცნიერო საზოგადოებას!
თქვან თავისი სათქმელი სამეცნიერო კრებაზე! შეიკრიბეთ, განიხილეთ! ჯერ ვეფხისტყაოსანი “თარგმნეს”, ახლა… ბიბლია.
რატომ არ წერდა კ. გამსახურდია მეგრულად, რატომ არ წერდა ტერენტი გრანელი მეგრულად? რატომ მეგრულად ტექსტების თარგმნით არ იყო დაინტერესებული არნოლდ ჩიქობავა?
კარგი, საბჭოთა სისტემას დააბრალებთ, აბა ამ კითხვას უპასუხებთ: რატომ არ დაისვა 1879 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას ან 1927 წლამდე(როცა გააუქმეს ეს საზოგადოება) ამ საზოგადოების არცერთ კრებაზე მეგრული ენის ზრუნვის შესახებ? იონა მეუნარგია რასა იქმდა?
ტრაგედია ის კი არაა, ვიღაც ტვინნაღრძობმა რომ “თარგმნა” მეგრულად ბიბლია, არა! ყველაზე საშინელება ისაა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არა მარტო უჭერს ამ მკრეხელურ საქმეს, არამედ ილანძღება. უმეტესი მათგანი მეგრულად!
ისიც ვიცი, რომ სოროსის ფონდში 1999 წელს ერთმა ტვინნაღრძობმა ჯგუფმა პროექტი შეიტანა: კოლხური დამწერლობის ძეგლებია პალიასტომის ტბაშიო, დავაშროთ და სამეგრელოს ანბანი ექნებაო. იცინეს იქ ბევრი და არ დაუფინანსეს.
მე გირჩევთ, კაკულიას მიმართეთ და დაგეხმარებათ -მედიტაციებით აღმოაჩენთ, მარა რა უნდა აღმოაჩინოთ, როცა ერთი ერი ვართ, ერთი ენითა და ერთი დამწერლობით. მეგრულიც ქართულის ნაწილია. სვანურიც.
ერთიც მინდა ვთქვა: სამეგრელოს შვილებს მშობლიური მეგრულის სიყვარული აბრმავებს, აი სხვა კუთხის შვილებს რა გახარებთ? რა გახარებთ და გინდათ ქვეყანა გადატრიალდეს, იქნებ თავიდან დაიწყოს გადალაგება? არაფერი გამოგივათ! ტყუილად ირჯებით, თქვენზე იტყოდა ანტონი : ამაოდ დაშვრაო!
სამეგრელოს 80 პროცენტი საქართველოს სხვა კუთხეებს საუკეთესოდ არის დაკავშირებული. ბიზნესი, მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება! ყველგან წარმატებულნი არიან. ვერ აუმღვრევენ ტვინს, იმიტომ კი არა, რომ ისინი სანდო ხალხია, არა! ისინი ჭკვიანები არიან! ყველაზე ნიჭიერნი და ჭკვიანნი! ისინი ვერ იტყვიან უარს იმ ქონებაზე, რაც სამეგრელოს გარეთ აქვთ! და, პირდაპირ ვთქვათ-თუ ერთ დროს ქართლი აერთიანებდა საქართველოს, დღეს სამეგრელოს აქვს ეს პატივი!
რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ფულითაა ეს წიგნი დაბეჭდილი. ისინიც ელიან, რომ ქვეყანა აირიოს, ჩადით სამეგრელოში და შეეკითხეთ ხალხს-ვინ აფინანსებს ეკლესიებს, ვინ ყიდულობს ეტლებსა და ცხენებს ეპისკოპოსებისათვის, ისეთ ეტლებს, ათეულ ათასი დოლარი რომ ღირს! ელიან ! საშინელებას ელიან! ვერ ხვდებით, რას?
ხოდა გვითხრან მეცნიერებათა აკადემიის ტრიბუნიდან მეგრული სისხლის სამეცნიერო კორიფეებმა: რას ფიქრობენ, შეამოწმონ ტექსტი, საპატრიარქომ თქვას სიტყვა!
არაკანონიკური ტექსტიაო და ბიბლიის ინსტიტუტის წიგნები დააწვევინეს. ეს გამოცემა არ უნდა შეაფასონ?
და ერთიც დავაფიქსირე: არაერთი ჩემი მლანძღველი კათალიკოს პატრიარქს ხელებს უკოცნიდა, დღეს კი რელიგიაზე მაღლა ამ ნაჯღაბნ ე.წ. თარგმანს აყენებს. ამ თემაზე აღარ დავწერ! ჭკუით , საქართველოვ!”,- წერს თაქთაქიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბიბლიის მეგრული თარგმანი გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები