სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში არასდროს ჩართულა

აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში არასდროს ჩართულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ“, – აღნიშნა პატელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივლისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მათი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები