მათე გველესიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი მათე გველესიანი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი იპონით დაამარცხა.

მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები