საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენში, არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობა იყო
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან.
„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ათენში, არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობა იყო
საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. საელჩო აღნიშნავს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა სამსახურები და საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ღამის სამ საათზე, ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.