გიორგი ვოლსკი: მერაბიშვილ-კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ მიყვანა
“მერაბიშვილ-კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ მიყვანა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე “ნაცმოძრაობის” ინტელექტუალურ დეფიციტს ვერ შეავსებს.
“რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია აუცილებელი გახდა – იმ ადამიანის მიყვანა დასჭირდათ, ვინც უცხო ენას ფლობს, ან უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაჩერდა, გაიყინა და რევოლუციური მოწოდებების გარდა, იდეა არ გააჩნია.
ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე იმის შემავსებელი იქნება, როცა ახალი „ნაცმოძრაობა“ ტკივილებში იბადება და გარკვეული ტკივილგამაყუვებელი სჭირდება, რათა ეს ყველაფერი ტრაგედიით არ დამთავრდეს. გიორგი ვაშაძეს სწორედ ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ იმის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ მან ინტელექტის დეფიციტი შეავსოს. ფაქტია, რომ სხვა პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია. სწორედ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია ვაშაძის „ნაცმოძრაობაში“ მიყვანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.