ანრი ოხანაშვილი: მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია
“გიორგი მარგველაშვილი დიდი ხანია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით „ნაცმოძრაობის“ გვერდით არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარგველაშვილი რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ეწევა, ეს FARA-ს დოკუმენტებით დადასტურდა.
„ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის განმახორციელებელია. ეს ყველაფერი ლიტონი სიტყვები არ არის, FARA-ს დოკუმენტებით დასტურდება, რომ ის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ აქტივიზმში იყო ჩართული. გიორგი მარგველაშვილი რა პოლიტიკური წონის მატარებელია, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, მარტივად გაიგებთ, მას არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.