გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ერთმანეთს შეავსებენ

“მე ვფიქრობ, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი. ერთმანეთს შეავსებენ გარკვეულწილად”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მათ მიმდინარე პროცესების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ.

„პათოსი, განწყობა და დამოკიდებულება მათ ერთნაირი აქვთ იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს და ეს ამერიკის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც გვიჩვენა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილ-ვაშაძის პლატფორმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები