ირაკლი ნადირაძე: ვისთანაც იქნება გიორგი მარგველაშვილი, დამატებით ბენეფიტებს შესძენს როგორც კონკრეტულ პლატფორმას, ასევე, საერთო ოპოზიციურ ბრძოლას
“დარწმუნებული ვარ, რომ ვისთანაც იქნება გიორგი მარგველაშვილი, დამატებით ბენეფიტებს შესძენს როგორც კონკრეტულ პლატფორმას, ასევე, საერთო ოპოზიციურ ბრძოლას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია აქვს, რათა “გამარჯვების პლატფორმას” უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს.
“გვაქვს ურთიერთობა ჩვენს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე, ცალკე აღებულ სუბიექტებთან და ძალიან მალე ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ გამარჯვების ერთობასა და პლატფორმას. დარწმუნებული ვარ, რომ ვისთანაც იქნება გიორგი მარგველაშვილი, დამატებით ბენეფიტებს შესძენს როგორც კონკრეტულ პლატფორმას, ასევე, საერთო ოპოზიციურ ბრძოლას“, – განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილ-ვაშაძის პლატფორმას.