შოთა ბაჩოშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, -50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაევი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შოთა ბაჩოშვილმა საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი მოუტანა.