სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ სტადიაზე ეგვიპტელი ზიად ელსისი (15:14) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება კარიერაში პირველად მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები