შპს „ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა, შპს „ეკე 2009-ს“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის – Listeria monocytogenes შემცველობაზე”,-  ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009″ შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ, მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად შეამოწმეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები