ფოთში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

     ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ახალგზარდა მამაკაცს, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით – კი ის პოლიციის თანამშრომელი იყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები