ლევან ხაბეიშვილი: ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.
მისივე თქმით, არსებობს კომუნიკაცია გიორგი მარგველაშვილთან, თუმცა, კონსულტაციები გაერთიანებაზე ჯერ არ გამართულა.
“ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, რომ გითხრათ, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია-თქო, მოგატყუებთ. თუმცა, ის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველას ვესაუბროთ და აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერს, ესეც ცხადია და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ანზორ მამულაშვილი