ირაკლი კობახიძე: დღეს იმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან – გაიმართება დისკუსიაც

“დღეს იმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი, ესწრება დიპლომატიური კორპუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა, რათა ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართება.

„შეხვედრაზე საუბარი ეხება არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებას, არამედ ზოგადად ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ. ეს კონსულტაციები და შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, დღეს თითოეულ თემასთან დაკავშირებით იქნება დისკუსია, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან იქნება წარდგენილი ანგარიში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია. ჩვენი პოზიცია იცით 12 პუნქტთან დაკავშირებით, ივნისის ბოლომდე, რისი გაკეთებაც იყო პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის, მმართველი გუნდის მიერ და ამ თემებთან გვექნება სწორედ შეხება დღევანდელ შეხვედრაზე. ყველა თემა იქნება განხილული პუნქტობრივად. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები