ირაკლი კობახიძე: რუსეთთან მთელი ჩვენი ვაჭრობის წილი რომ ავიღოთ, 0,3 %-ია, ამ დროს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ წლის განმავლობაში
“საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი 8%-ია, შეიძლება ნახევარი პროცენტი მეშლებოდეს. როდესაც საუბრობთ ვაჭრობის ზრდაზე, ეს უბრალოდ ტყუილია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ წლის განმავლობაში.
„რუსეთთან მთელი ჩვენი ვაჭრობის წილი რომ ავიღოთ, 0,3 %-ია, ამ დროს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ წლის განმავლობაში, ასევე აშშ. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მის დაწესებას არ და ვერ განვიხილავთ. ყველა პარტნიორს ავუხსენით, რატომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და წესით, ეს მიზეზები ყველასთვის ცხადი და გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა კობახიძემ.