თიბისიმ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში AWS– ამაზონ ვებ სერვისების წარმომადგენლებმა თიბისის ტექ.გუნდს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ამაზონ ვებ სერვისები ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ალექსანდერ ბერნარდსკიმ, იგორ ივანიუკმა და ვიკტორ ვენდიჩმა ისაუბრეს, ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, რომ თიბისის ჯგუფის მასშტაბით მოგვეცა საშუალება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან AWS-სთან ჩაგვეტარებინა სამუშაო ვორკშოპი. ამაზონ ვებ სერვისების ექსპერტებმა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის აქტუალურია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და მის ათვისებას ორგანიზაციის შიგნით”,- განაცხადა თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილემ იური სემენიხინმა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.
მათივე ცნობით, თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
AWS – ამაზონ ვებ სერვისები – ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.
R