ნარიყალას მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახის საფარს ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები