მაია ნიკოლეიშვილი – პოლონელ ექიმზე: შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს, ანუ იცის, რომ პატიმრისგან გამოტანილი ერთი ნაგლეჯი ფურცელი, თუნდაც ერთი ასო რომ ეწეროს, უკვე დანაშაულია
არაოფიციალურად გამოტანილს ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ესაა დანაშაული და არა შემთხვევითი. საინტერესო რა არის? – ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც შსს-ს ლაბორატორიაში მუშაობს. ანუ, მან იცის, რომ პატიმრისგან გამოტანილი ერთი ნაგლეჯი ფურცელი, თუნდაც ერთი ასო ეწეროს, უკვე დანაშაულია.
არაოფიციალურადაა გამოტანილი და ამას ნიმუში ვერ დაერქმევა. ეს არის ბიოლოგიური მასალა, თუმცა რისთვის? გაყალბებისთვის? – გადასარევია! დაიტანე მასზე ნებისმიერი რამ, თუნდაც პოლონიუმი. დაიტანე და შეცვალე. შეგიმოწმებენ? ბიოლოგიური მასალა იმ ადამიანისაა, დნმ იგივეა. თუ გეტყვიან, არა, ბატონო, ნინო ნადირაძემ რომ შეინახა, იმაში არ არის, აგერ, ეს ხომ მისი დნმ-ია. აქ არის!
რაც ვერ გააკეთეს პირველ სერიაში, იმ მილიონად შეფასებულმა ექიმებმა და ექსპერტებმა, უნდა გაეკეთებინა ამათ. როგორც ჩანს, ესენი უფრო ძლიერად თვლიან თავს, ანუ გაყალბების უფრო დიდოსტატებად ჩათვალეს თავი. ის, ვინც მუშაობდა შინაგან საქმეთა ლაბორატორიაში, როგორც ჩანს, მან ეს სითავხედე თავის თავზე აიღო“, – განაცხადა ექსპერტმა.