“ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე შესაძლებელია” – თემურ ჭყონია
“ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური “კოკა-კოლა” არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა”, – ამის შესახებ Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ BMGtv-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და, სხვათა შორის, არც არავის მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალურად”, – ამბობს ჭყონია.