ბათუმში დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.