გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.