ჯანდაცვის მინისტრი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი მოეწერა და განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კონტრაქტები იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ, უკვე ხელმოწერილია.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდი განიხილავს, ბავშვი საქართველო იმკურნალებს თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები